Last Update

Brave 10 / Храбрая 10 / მამაცი ათეული
ანონსი EP: 12 RUS
Brave 10 / Храбрая 10 / მამაცი ათეული

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Seinen,

აღწერა: ახალგაზრდა ქურუმი იზანამი ცდილობს მოხვდეს უედას სასახლეში: ტაძარი, სადაც ის მსახურობდა დაიწვა, ყველა ბერი და მიმდევარი გაანადგურეს შინობებმა, ხოლო აღმზრდელის უკანასკნელი სიტყვები იყო: “მფარველობა სთხოვე იუკიმურა სანადას”. გზაში იზანამი ხვდება კირიგაკურე საიძოს, უბატონო სამურაის, და მას დახმარებას სთხოვს - მარტო ვერ შეძლებს სანადას მიწებამდე მიღწევას, რადგან მას ბოროტი ნინძები მისდევენ. საიძოს არ სურს უსუსური გოგოს დახმარება, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდება... ვინ იცის, პატარა ქურუმი შეებრალა თუ დაპირებულმა საკვებმა მოხიბლა? [temo88]

Guilty Crown / Корона греха / ცოდვილის გვირგვინი
ანონსი EP: 22 RUS
Guilty Crown / Корона греха / ცოდვილის გვირგვინი

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Drama, Fantasy,

აღწერა: 2029 წლის ვირუს ”აპოკალიფსისის” ეპიდემიის შემდეგ ამომავალი მზის ქვეყანა გაკოტრდა და საგარეო მმართველობის მსხვერპლი გახდა. კერძო კომპანიამ ”GHQ”, რომელმაც მმართველობა გაურკვეველ ვითარებაში ჩაიგდო ხელში, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და შეუბრალებლად ანადგურებდა ნებისმიერ ოპოზიციას. ამასთანავე, ათი წლის შემდეგაც კი, ტოკიოში რეგულარულად ხდება მცირე და მსხვილმასშტაბიანი ტერაქტები, ხოლო წინააღმდეგობის ძალების რიგები კი სულ უფრო ივსება. მოულოდნელად ამ სიტუაციაში აღმოჩნდება 17 წლის სიუ ომა, ვიდეომონტაჟის მოყვარული წყნარი ახალგაზრდა. როგორც ყოველთვის, დამნაშავე ქალია, ამ შემთხვევაში კი ინორი იუძურიხა, მომღერალი და ქსელური აიდოლი, რომელიც აგრეთვე არის წინააღმდეგობის ძალების მებრძოლი და მიწისქვეშა ორგანიზაცია ”მესაფლავეების” წევრი! [temo88]

Hagure Yuusha no Aesthetica / Эстетика заблудшего героя
ანონსი EP: 12 RUS
Hagure Yuusha no Aesthetica / Эстетика заблудшего героя

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Ecchi, Fantasy,

აღწერა: ალტერნატიულ დედამიწაზე ადამიანები უკვე მიეჩვივნენ, რომ ათასობით ახალგაზრდაა ხვდება სხვა სამყაროებში და ზოგიერთი მათგანი ბრუნდება მას შემდეგ რაც ეუფლებიან მაგიასა და სხვა გამოსადეგ პროფესიებს. რა თქმა უნდა, ასეთების ჩვეულებრივ სამყაროში დაბრუნება მაშინვე არ შეიძლება, ამიტომ ყველას ”ბაბილონი” ელოდება - უზარმაზარი ზეთანამედროვე სპეცსკოლა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისათვის. ბევრმა, მათ შორის მოსწავლეებმაც, არ იციან, რომ ძალაუფლება პლანეტაზე უკვე ეკუთვნით ყველაზე ძლიერ, სასტიკ და უპრინციპო დაბრუნებულ მაგებს, ხოლო ”ბაბილონი” კი მხოლოდ ელიტის, ან მორჩილი ქვეითებისა და საზარბაზნე მასის რიგების შესავსებად ამზადებს მოსწავლეებს, შორს მიმავალი მიზნებიდან გამომდინარე. [temo88]

Mushishi / Bug Master / Мастер Муси / მუშიში
ანონსი EP: 47 RUS
Mushishi / Bug Master / Мастер Муси / მუშიში

გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Adventure, Drama,

აღწერა: გარდა ხილული სამყაროსა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და შევიგრძნობთ, არსებობს განზომილებაც სადაც ადამიანები და მუშები ერთმანეთის გვერდი-გვერდ ცხოვრობენ. ჩვეულებრივ, მათი ხალხს ეშინია რადგან მუში ხშირად არის ავადმყოფობისა და უბედურებების მიზეზი,თუმც კი ისინი ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ. არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვინსაც შეუძლია მუშის დანახვა და მათი კონტროლი. ასეთ ადამიანებს "მუშის მასტერებს" ეძახიან.

Hajime no Ippo / The First Step / Первый шаг / პირველი ნაბიჯი
ანონსი EP: 127 RUS
Hajime no Ippo / The First Step / Первый шаг / პირველი ნაბიჯი

გამოსვლის წელი: 2000, 2009, 2013
ჟანრები: Comedy, Drama, Shounen, Sports,

აღწერა: მთავარი გმირი – იპპო მაკუნოჩი მორიდებული ბიჭია, რომელსაც უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა. ერთი შემთხვევის წყალობით იგი ბოქსის შესახებ იგებს და ხდება ნიჭიერი, იმედისმომცემი ბოქსიორი. სერიალი მოგვითხრობს არანორმალურ ბრძოლებსა და გამარჯვების სურვილზე, სპორტისათვის გაღებულ მსხვერპლზე და საკუთარი სურვილის შესრულებისაკენ მისწრაფებაზე! [temo88]

Rave Master / Рэйв Мастер / რეივ მასტერი
ანონსი EP: 51 RUS
Rave Master / Рэйв Мастер / რეივ მასტერი

გამოსვლის წელი: 2001
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Drama, Fantasy,

აღწერა: 50 წლის წინ, სისხლისმღვრელი ომისას, დიადი რეივ მასტერი შიბა ახლოს იყო უკანასკნელი დარკბრინგის განადგურებასთან, ქვა, რომელიც ადამიანებს ზებუნებრივ ძალას აძლევს, თუმცა თავისი ბოროტი ენერგიით მათ სასტიკებს ხდის და ემორჩილებიან საკუთარ ყველაზე ბოროტ სურვილებს. თუმცა ბოლო მომენტში რაღაც ისე არ მოხდა, როგორც უნდა ყოფილიყო და მსოფლიოს მეათედი ნაწილი შეიწირა ზემძლავრმა აფეთქებამ, რომელმაც მიიღო სახელი ოვერდრაივი. დარკბრინგის სრულად განადგურება არ გამოვიდა, ხოლო ხუთიდან ოთხი რეივი კი გაიფანტნენ მთელს მსოფლიოში. [temo88]

Berserk TV1 / Kenpuu Denki Berserk / Берсерк / ბერსერკი
ანონსი EP: 25 RUS
Berserk TV1 / Kenpuu Denki Berserk / Берсерк / ბერსერკი

გამოსვლის წელი: 1997
ჟანრები: Action, Adventure, Drama, Fantasy, Seinen,

აღწერა: ღალატისა და სისხლის ღვრის შედეგად ტახტზე აღმოჩნდა ახალი მეფე. მისი დაქვემდებარებული დემონები მანამდე იქცევიან უსამართლოდ, სანამ ქალაქში ღამით არ გამოჩნდება მძიმედ შეიარაღებული მეომარი. იარაღით, ჯავშნითა და შრამებით დაფარული, საკუთარ თავს შავ მახვილოსანს უწოდებს. მისი მახვილის ზომა შეიძლება შედარდეს მხოლოდ მის მეფისა და დემონებისადმი სიძულვილს. [temo88]

Detroit Metal City / Детройт, город металла / დეტროიტი, მეტალის ქალაქი
ანონსი EP: 12 RUS
Detroit Metal City / Детройт, город металла / დეტროიტი, მეტალის ქალაქი

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy,

აღწერა: Сойти Нэгиси приехал в Токио, чтобы сочинять и играть музыку. Он любит нежный «поп», мягкие гитарные наигрыши, тексты про первую любовь и малиновый привкус поцелуя. Но удача подкараулила Нэгиси-куна совсем на другом поприще – он стал солистом металлической группы «Детройт - город металла», жутким Краузером, автором прославляющих насилие хитов. Согласно официальной легенде, Краузер еще в детстве убил родителей, а потом сбежал из колонии, чтобы основать «ДГМ». Каково целомудренному Нэгисе-куну, любящему сыну и убежденному пацифисту, воплощать в себе идола агрессивных анархистов?.. но успех есть успех. И пока скромняге-Нэгисе хочется славы, Иоганн Краузер будет зубами грызть струны, призывать к погромам и обещать перетрахать всех фанаток.

Hoshizora e Kakaru Hashi / A Bridge to the Starry Skies / Мост в звездное небо
ანონსი EP: 12 RUS
Hoshizora e Kakaru Hashi / A Bridge to the Starry Skies / Мост в звездное небо

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: ძმები ხოსინოები მიემართებიან პატარა ქალაქ იამაბიკოში, რათა უმცროსმა 13 წლის აიუმუმ შეძლოს გამოჯანმრთელება, ხოლო უფროსმა - 17 წლის კაძუმამ კი მიხედოს მას. ბიჭები აქ იმ მიზეზითაც გაგზავნეს, რომ მათი ფესვები აქედან იყო და მშობლებიც გეგმავდნენ თავიანთ მშობლიურ მხარეში დაბრუნებას, თუმცა ეს დიდი ხნის ამბავია. მანამდე კი ძმები მოეწყვნენ ოჯახის მეგობრის, ქალბატონ იოროძუს, ტრადიციულ სასტუმროში. კაძუმას ძმა უყვარდა, თუმცა თავად წარმოდგენაც არ ქონდა, თუ რითი უნდა დაკავებულიყო მიყრუებულ ადგილას. აი ამაზე კი ტყუილად ფიქრობს, რადგან მისთვის ყველაფერი უკვე დიდი ხანია რაც გადაწყდა! [temo88]

Golden Boy OVA / Золотой парень
ანონსი EP: 6 RUS
Golden Boy OVA / Золотой парень

გამოსვლის წელი: 1995
ჟანრები: Comedy, Ecchi,

აღწერა: Kintarou Oe doesn't look like it, but he is a genius who completed all his university courses and then quit before graduating. He becomes a wandering student, going from place to place on his bicycle, seeking to learn what he can about life, the world, and women. He is willing and able to do any job he has to prove himself. His travels take him to a variety of locations and a variety of women, each who learns to love the hardworking guy, but not before he can run off.

Ben-To / Бэнто / ბენ-ტო
ანონსი EP: 13 RUS
Ben-To / Бэнто / ბენ-ტო

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, School Life,

აღწერა: 16 წლის იო სატ ოვერ ტკბება ახალგაზრდობის გაზაფხულით უფულობის გამო - საერთო საცხოვრებელში მხოლოდ სადილია უფასო, ყველაფერ დანარჩენისათვის კი ათას იენს იხდის დღეში, არადა მანგაც ხომ საყიდი აქვს! აი გაემართა ახალგაზრდა ადგილობრივ უნივერმაღში, მოულოდნელად კი იღვიძებს, ისე რომ არაფერი ახსოვს. როცა მოვლენების ჯაჭვს გაყვა, სატო მიხვდა, რომ შემთხვევით წმინდა ადგილას მოხვდა, სადაც დახურვის წინ ყოველ საღამოს მზა ბენტოებზე განახევრებული ფასებია. ამის შემდეგ კი მიწიდან აღმოცენდებიან მებრძოლები და იწყება სამეფო ბრძოლა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ერთმანეთს გულიანად ცემენ, რათა დაიმსახურონ სასურველი ჯილდო. [temo88]

Giant Killing / Вынос гигантов / გიგანტების გამანადგურებელი
ანონსი EP: 26 RUS
Giant Killing / Вынос гигантов / გიგანტების გამანადგურებელი

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Drama, Seinen, Sports,

აღწერა: აღმოსავლეთ ტოკიოს საფეხბურთო კლუბი თამაშობს იაპონურ პირველ ლიგაში, სადაც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ უძლიერესი პროფესიონალური გუნდები. თუმცა, ”ისთ ტოკიო იუნაითედის” საუკეთესო დღეები უკვე დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, გუნდი გადაიქცა სტაბილურ აუთსაიდერად, რომელიც დღითიდღე კარგავს მნიშვნელოვან მოთამაშეებს, სპონსორებსა და გულშემატკივრებს. მწვრთნელების ქიშპობა და უფულობა კიდევ უფრო აუარესებს სიტუაციას, ფანების დიდი ნაწილი კი მოითხოვს რადიკალურ ცვლილებებს. გუნდის გადარჩენის სასოწარკვეთილი მცდელობებისას, ერთერთი დირექტორი კოსეი გოტო და კლუბის პრეზიდენტის ქალიშვილი იური ნაგატა მიემგზავრებიან ინგლისში, რათა დააბრუნონ ”ისტ ტოკიოს” ყოფილი მოთამაშე ტაკესი ტაცუმი, რომელიც მწვრთნელი გახდა და, როგორც ამბობენ, სასწაულებს ახდენს ფეხბურთის სამშობლოში... [temo88]

WakFu / ВакФу / ვაკფუ
ანონსი EP: 52 RUS
WakFu / ВакФу / ვაკფუ

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Adventure, Comedy, Fantasy, Magic,

აღწერა: История повествует нам о малыше Юго, ребенке, чья судьба изменить этот мир. Старик Альберт, блюститель закона в одной старой деревушке, находит его еще совсем маленьким вместе со странным сообщением, которое дает ему указание вырастить его и отпустить, когда эта сила проявится...

Kateikyoushi Hitman Reborn! / Учитель-мафиози Реборн! / მაფიოზას მწვრთნელი რებორნი
ანონსი EP: 203 RUS
Kateikyoushi Hitman Reborn! / Учитель-мафиози Реборн! / მაფიოზას მწვრთნელი რებორნი

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Shounen,

აღწერა: ერთ მშვენიერ დღეს საშუალო სკოლის მოსწავლე ცინაიოსი სავადესთან მიდის პატარა ბავშვი და გაეცნობა, როგორც პროფესიონალი კილერი-მასწავლებელი რებორნი. მისსივე თქმით ცუნას ბედია გახდეს ვანგოლის ოჯახის უფროსი და რომ ცავადა (რომელიც ცხოვრებისეულად უიღბლოა) მაფიოზთა კლანის მეათე მეთაურია. ჯუჯა რებორნმა ასევე თქვა, რომ “მეცხრეს” სიკვდილის შემდეგ ცუნაიოსიზე გამოცხადებულია ნადირობა და იმისათვის რომ ახალგამომცხვარი “ნათლია” ნაადრევად არ მოკვდეს, რებორნ იწყებს მისთვის მაფიოზური ცხოვრების სწავლებას. ცუნს ასეთი მდგომარეობა სულაც არ იზიდავს, მაგრამ ეს არავის ადარდებს. [temo88]

Rurouni Kenshin: Meiji Kenkaku Romantan / Samurai X / Бродяга Кэнсин / მაწანწალა კენსინი
ანონსი EP: 95 RUS
Rurouni Kenshin: Meiji Kenkaku Romantan / Samurai X / Бродяга Кэнсин / მაწანწალა კენსინი

გამოსვლის წელი: 1996
ჟანრები: Action, Comedy, Drama, Shounen,

აღწერა: დასრულდა სამოქალაქო ომი, რომელსაც ეწოდა მეიძის რესტავრაცია. იაპონიაში მიმდინარეობს რეფორმები დასავლური მაგალითის მიხედვით. აღარ არსებობს სიოგუნატი, შეიქმნა პარლამენტი და მთავრობა, სამურაები ევროპულ კოსტუმებს იზომებენ, გლეხები იღებენ გვარებს, ყვავის ვაჭრობდა და წარმოება. მაშინ რატომ დაძრწის ბაკუმაცუს ფარული ომების დროის გმირი კეთილი გულუბრყვილოს სახით, ეხმარება რა ყველას ვისაც უჭირს და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს? ასე ხიმურა კენსინი, ხმლის დიადი ოსტატი და ყოფილი მკვლლელი, ცდილობს გამოისყიდოს წარსულის ცოდვები და მოიპოვოს მშვიდობა თავისი დადაღული სულისათვის. [temo88]

Bleach / Блич / ბლიჩი
ანონსი EP: 366 RUS
Bleach / Блич / ბლიჩი

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: კუროსაკი იტიგო უბრალო 15 წლის ბიჭუნა არაა, რადგანაც რაც თავი ახსოვს ადამიანებისათვის უხილავ სულებთან შეუძლია საუბარი. ერთ საბედისწერო დღეს მას გამოეცხადება ადამიანთა სულების მშთანთქავ სულზე მონადირე სინიგამი(სიკვდილის ღმერთი)კუტიკი რუკია. ამ ურჩხულთან ბრძოლის დროს იტიგო და რუკია მძიმედ დაიჭრებიან. იმისათვის რომ იტიგოს გაეგრძელებინა მონსტრზე ნადირობა რუკია მას საკუთარ ძალებს გადასცემს რის შედეგადაც იტიგო თვითონ ხდება სინიგამი, მაგრამ ამის შედეგად რუკია მთელ თავის შესაძლებლობებს კარგავს და იმედოვნებს რომ ახლად მოვლენილი სინიგამი შეძლებს საქმის დასრულებას. ასე იწყება იტიგოსა და რუკიას მრავალფეროვანი თავგადასავალი.

Usagi Drop / Bunny Drop / Брошенный кролик / მიტოვებული ბაჭია
ანონსი EP: 16 RUS
Usagi Drop / Bunny Drop / Брошенный кролик / მიტოვებული ბაჭია

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Drama,

აღწერა: მარტოხელა, მუშაობის მოყვარული, ოცდაათი წლის დაიკიჩი კავაჩი ცხოვრობდა უბრალო მშვიდი ცხოვრებით, როდესაც მოვიდა ამბავი, დედის მხრიდან, ბაბუის გარდაცვალების შესახებ. თუმცა, დაიკიჩი ბაბუამისს დიდი ხანი არ შეხვედრია, მაგრამ ოჯახურ უთიერთობას ანგარიში გაუწია და დაკრძალვის ცერემონიის ყველა ეტაპს ბოლომდე დაესწრო. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ბაბუამისმა, სიბერეში, ოჯახისთვის უცნობ ქალს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა, გააჩენინა ბავშვი სახელად რინი, რომელიც ახლა 6 წლისაა და დედამისის წასვლის და მამამისის გარდაცვალების გამო მარტო დარჩა. გოგონას უკანონო წარმომავლობის გამო და სხვა მიზეზებით, ოჯახის წევრები არ ჩქარობენ გოგონას აყვანას. სწორედ ამ დროს, როდესაც ყველამ ხელი აიღო გოგოზე, დაიკიჩიმ, რომელსაც ყველა ბაბუამისს ამსგავსებდა, ყველაფრის მიუხედავად გადაწყვიტა გოგოს აყვანა... [Devastation]

Avatar: The Last Airbender / Аватар: Легенда об Аанге / ავატარი ლეგენდა აანგზე
ანონსი EP: 61 RUS
Avatar: The Last Airbender / Аватар: Легенда об Аанге / ავატარი ლეგენდა აანგზე

გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Drama, Fantasy,

აღწერა: ერთი საუკუნით ადრე, სამან სერიების განვითარება იწყება, ცეცხლის ნაციის მბრძანებელმა სოზინმა გადაწყვიტა მსოფლიო ომის დაწყება, ტერიტორიების გასაფართოვებლად. ამ პერიოდშივე, წინა ავატარი, როკუ რეინკარნირდა ავატარ აანგში, რომელიც ავატარის სასიცოცხლო ციკლის მიხევით ჰაერის მაგია. სამყაროსთვის მოსალოდნელი ომის საშიშროების გამო, ჰაერის ბერებმა ავატარს თავისი ვინაობა და მოვალეობები უდროოდ გაუმხილეს, რაც ავატარისთვის მოულოდნელ ამბად იქცა. მის აღმზრდელ გიაცოსთან სამუდამო განშორების შიშით, ავატარმა დროებით სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ იგი ძლიერ ქარბუქში მოხვდა და ზღვაში, თავის მფრინავ ბიზონთან ერთად, ჩაიძირა. ამ გარემოებამ ცეცხლის ქვეყანას საშუალება მისცა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ თამამად გალაშქრებულიყო.

გავიდა ასი წელი, წყლის ქვეყანაში, და-ძმამ 14 წლის კორამ და 15 წლის სოკკამ თევზაობისას აისბერგში იპოვეს 12 წლის აანგი და მისი მეგობარი ბიზონი აპპა. მსოფლიოში დამყარებული სიტუაციის გაგების შემდეგ ავატარი, რომელსაც ოთხი სტიქიის ხალხს შორის კონფლიქტების ჩახშობა ევალება, გადაწყვეტს გაემგზავროს მოგზაურობაში, რათა დაეუფლოს დარჩენილ სამ სტიქიას, რაც ავატარის რეალური ძალის შეძენის ერთადერთი გზაა. ამ სტიქიების დაუფლებაში კორა და სოკკა გადაწყვეტენ ანგის დახმარებას. ამ მოგზაურობისას ანგი შეიტყობს, რომ ჰაერის მაგებიდან ომს მხოლოდ თვითონ გადაურჩა... [Devastation]

Prev 1 2 ... 46 47 48 49 Next